თავში

ჩაქვში, ,,ოაზისის" სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა - სასტუმრო ჩაკეტილია

ჩაქვში, ,,ოაზისის" სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა - სასტუმრო ჩაკეტილია
ჩაქვში, ,,ოაზისის სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა - სასტუმრო ჩაკეტილია

ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისი", სადაც ამ დროისთვის 900-მდე სტუმარი იმყოფება, ჩაკეტილია. 

როგორც report.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ განუცხადა, სტუმრების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია. 

მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. პირველადი ტესტირებით ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირების პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

სასტუმროში აცხადებენ, რომ დროებითი ჩაკეტვის გადაწყვეტილება, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს. 

,,დროებით შევწყვიტეთ სტუმრების მიღება და გაშვება, სანამ საბოლოო პასუხები გვეცოდინება. გუშინ, ერთ-ერთ პირს დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის შემდეგაც ნორმების დაცვით, ეპიდემიოლოგებთან ერთად, ეს პირი გადავიყვანეთ ცხელების ცენტრში. პირველადი ტესტირებით მას არ აღმოაჩნდა კოვიდი, ჩაუტარდა განმეორებითი ტესტირება, ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველვყოთ სტუმრების უსაფრთხოება, დროებით შევწყვიტეთ ვიზიტორების მიღება და გაშვება ტერიტორიიდან. დაახლოებით 900-მდე სტუმარია, რამდენიმე კორპუსია და სხვადასხვა კორპუსში არიან", - განუცხადა report.ge-ს გვანცა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system