თავში

"ჩამიცხრილეს ნიკო! მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად"

"ჩამიცხრილეს ნიკო! მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად"
ჩამიცხრილეს ნიკო! მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახის წევრი, ხათუნა მაღლაკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„1999 წელი იყო განსაკუთრებული, დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო.. გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი .. რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო. 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის", - წერს მოკლულის ახლობელი.

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system