თავში

"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის პროგრამას წერს თუ კვდება?" - ბაია პატარაია

"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის პროგრამას წერს თუ კვდება?" - ბაია პატარაია
ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის პროგრამას წერს თუ კვდება? - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უფლებადამცველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?

და აღარ დაიწყოთ, "ხალხი ქუჩაში არ გამოდისო". 

რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.

არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. 

და ოპოზიცია?

პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული", - წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system