თავში

ჩამოვიდეს, შემხვდეს და გადაიღეთ, ბოდიშს მომიხდის თუ არა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ჩამოვიდეს, შემხვდეს და გადაიღეთ, ბოდიშს მომიხდის თუ არა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე
ჩამოვიდეს, შემხვდეს და გადაიღეთ, ბოდიშს მომიხდის თუ არა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, {საქართველოს} მოქალაქეობა დათმო. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ახლა სხვა ქვეყნიდან უხეშობს, თუმცა, როცა პრეზიდენტი იყო ვერაფერს უბედავდა. ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილი იავნიშვილის მსგავსად უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მეუფე ამობს, რომ ბელადომანია უნდა დასრულდეს. 

„მიშა რომ ჩემზე რაღაცეებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა?! ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ! ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს, მერე მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო! თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? - ვაჟკაცურად მოიქცა - დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები - ლენინი ხარ ფინეთში?!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system