თავში

ჩართავენ თუ არა კონდიცირებას ეროვნულ გამოცდებზე - პაატა იმნაძის განცხადება

ჩართავენ თუ არა კონდიცირებას ეროვნულ გამოცდებზე - პაატა იმნაძის განცხადება
ჩართავენ თუ არა კონდიცირებას ეროვნულ გამოცდებზე - პაატა იმნაძის განცხადება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, წელს კონდიციონერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. 

„თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

რა რეგულაციებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - იხილეთ ვრცლად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system