თავში

"ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს დაპირისპირება" - ვაჟა სირაძე

"ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს დაპირისპირება" - ვაჟა სირაძე
ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს დაპირისპირება - ვაჟა სირაძე

"შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იქნას თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება", - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ოთხი პირი გაიყვანეს.

"მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამ ეტაპისთვის ოთხი პიროვნება არის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი. გავერკვევით დეტალებში. დაკავებულია მათ შორის ის პირი, რომელმაც განახორციელა გარკვეული სახის ძალადობრივი ქმედება მასმედიის წარმომადგენლის მიმართ. შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იქნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თითოეული მოქალაქის და ასევე, ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობა და დაპირისპირება", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ დაპირისპირება მოხდა.

"პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system