თავში

ჩაუვარდათ წელს ბიზნესი საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს - თამარ ივერი

​ჩაუვარდათ წელს ბიზნესი საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს - თამარ ივერი
ჩაუვარდათ წელს ბიზნესი საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს - თამარ ივერი

ჩაუვარდათ წელს "ბიზნესი"საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს... 5წუთი რომ არ გვიჩერებდნენ საკურთხს ოჯახის საფლავზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოპრანო თამარ ივერი წერს. 

"გიჭირს? წაიღე,მაგრამ ბოლობოლო,საღამოს ჩამოიარე ხალხი რომ აღარ არის.უბრალოდ არაესთეტიურია ეს ჭირისუფლების ახლომახლო წრეების რტყმა და ცელოფნებით ლოდინი თუ როდის წავლენ.აღარაფერს ვამბობ...დადებულ თაიგულებს და "ვენოკებს" რომ იმ წამსვე იღებენ, ხელახლა აბარებენ და ყიდიან.(ხალხმა უკვე დაიწყო მათი განზრახ გადატეხვა ან შავი ღვინის გადასხმა რომ აღარ მოიპარონ) ეს საკურთხიც მოდი და მთხოვე,იქნებ იმაზე მეტს გაძლევ,რაც საფლავზე დევს.

გასაგებია,გვესმის რომ გაჭირვება აიძულებს ადამიანს ამას,მაგრამ არსებობს ამ შესაწირის,საკურთხის თუ სარჩოს მოპოვების რაღაც ეთიკური ფორმაც რომ საკუთარი პარკის გასავსებად....ვიღაც ჭირისუფლის სიმყუდროვე და პირადი სივრცე არ იყოს არაეთიკურად დარღვეული,თორემ რათქმაუნდა უნდა წაიღონ,ეს ასეც უნდა მოხდეს.ცხონებული მამაჩემი და ბაბუაჩემი რომ საფლავიდან ხელს არ ამოყოფენ და კვერცხზე კვერცხს არ დამირტყამენ ეგ მეც მშვენივრად ვიცი" - წერს მომღერალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system