თავში

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ერთი თვით შეჩერდება

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია
ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ერთი თვით შეჩერდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილთა სავალი ნაწილის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბედელიანთან ერთად დაათვალიერა.

კალაძის თქმით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები გამზირის მეორე ნაწილშიც გაგრძელდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია.

„ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად ტროტუარების დასუფთავება მიმდინარეობს, რომლებიც ახალი ფილებით არის მოპირკეთებული. რაც შეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება ხვალ დილით დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გაგრძელდება ტროტუარების მოწესრიგებისა და გამწვანების სამუშაოები, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system