თავში

ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით,  შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.

"გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system