თავში

"ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის... მთელი დღე პოლიციაში გავატარეთ..." - ქეთი წიკლაური

"ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის... მთელი დღე პოლიციაში გავატარეთ..." - ქეთი წიკლაური
ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის... მთელი დღე პოლიციაში გავატარეთ... - ქეთი წიკლაური

გარდაცვლილი მომღერლის, თემურ წიკლაურის საფლავზე მისივე ქანდაკების დაზიანების ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერლის შვი­ლი ქეთი წიკ­ლა­უ­რი ეხმაურება:

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო! მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა მა­მას სა­საფ­ლა­ოს ძეგლ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰყ­ვა ამ ამ­ბავს და ჩემი ჩუ­მად ყოფ­ნა არ გა­მო­დის.

ეს ამ­ბა­ვი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვენ - მე, ჩემ­მა შვილ­მა ან­დრი­ამ და დე­დამ, რო­დე­საც ავე­დით კო­ჯორ­ში საფ­ლავ­ზე ერთი კვი­რის წინ. ძეგლის ნა­წი­ლი - დე­და­მი­წის ფორ­მის დე­ტა­ლი, ჩემ­თან არის, წა­მო­ვი­ღეთ. რად­გან ზამ­თარ­ში დიდი ყინ­ვე­ბია კო­ჯორ­ში და დე­და­მი­წა ვერ და­მაგრდე­ბა კარ­გად და ამი­ტომ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ასე იქ­ნე­ბა მა­მას ძეგლი. არა­ვის არ წა­უ­ღია და არ მო­უ­პა­რავს ეს დე­ტა­ლი, იქვე და­ტო­ვეს, რომ მოგ­ლი­ჯეს. რა­ტომ მოგ­ლი­ჯეს, ეს სულ სხვა სა­კი­თხია.

ზოგს ჰგო­ნია, რომ გა­ჭირ­ვე­ბამ აი­ძუ­ლა ვი­ღა­ცა და რომ და­ი­ნა­ხეს, რომ არაა ფე­რა­დი მე­ტა­ლი, - ლი­თო­ნი, ბრინ­ჯაო, - აღარ წა­ი­ღეს. არ ვიცი, შე­საძ­ლოა და­პუ­ტულ-დაგ­ლე­ჯი­ლი გვირ­გვი­ნიც ("ვე­ნო­კი") ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბის ნი­შა­ნია, რა გი­თხრათ...

თავს შე­ვი­კა­ვებ და აღარ ვი­ტყვი არა­ფერს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან არ ვა­პი­რებ­დი ამ სუ­რა­თე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ახლა სა­ი­ტებ­ზე დევს ინ­ტერ­ნეტ­ში. უბ­რა­ლოდ, გა­და­ვუგ­ზავ­ნე მე­გო­ბარს, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. მან მთხო­ვა ნება, რომ და­ე­დოთ ფბ-ში და დავ­თან­ხმდი - მეც ვი­ფიქ­რე, რომ მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ხალ­ხმა იცო­დეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ.

გუ­შინ მთე­ლი დღე გა­ვა­ტა­რეთ პო­ლი­ცი­ა­ში მე და ჩემ­მა შვილ­მა. რო­დე­საც გა­სა­ჯა­როვ­და ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით აღ­ძრა საქ­მე. ასე რომ, გთხოვთ ნუ­ღარ გა­ამ­ძაფ­რებთ ვერ­სი­ებს და ნუ წყევ­ლით იმათ, ვინც არც ვი­ცით, ვინ არი­ან. უბ­რა­ლოდ იმე­დია, ასე­თი ვან­და­ლიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - მე ად­რეც მსმე­ნია ის­ტო­რი­ე­ბი საფ­ლა­ვე­ბის წა­ბილწვის შე­სა­ხებ და დი­დად არც გა­მიკ­ვირ­და მა­მას საფ­ლავ­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი.

უბ­რა­ლოდ გა­მი­ხარ­და, რომ ძეგლის ნა­წი­ლი არ გა­ა­ფუ­ჭეს ბო­ლომ­დე და არ წა­ი­ღეს... კარ­გი იდეა მომ­ცა ახ­ლო­ბელ­მა, ვინც პირ­ვე­ლი პოს­ტი დადო ამის შე­სა­ხებ - გა­ა­კე­თე ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც ეწე­რე­ბა, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინ­ჯა­ოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი!

დიახ, ძეგლის მა­სა­ლაა: პო­ლი­უ­რე­თა­ნი, შე­ღე­ბი­ლია აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვით. გმად­ლობთ ყუ­რა­დღე­ბის­თვის", - წერს ქეთი წიკ­ლა­უ­რი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system