თავში

ჩემი და ცოტნეს საწოლი დაწვეს - ანა ჯაბაური

ჩემი და ცოტნეს საწოლი დაწვეს - ანა ჯაბაური
ჩემი და ცოტნეს საწოლი დაწვეს - ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური იხსენებს, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტნე მეღვინეობით იყო გატაცებული.

მან კავკასიის უნივერსიტეტში მეღვინეობის ერთწლიანი კურსიც კი გაიარა და დიდი ხნის ნატვრა აიხდინა, ეზოში “ვაზი ჩაყარა”. 

“იმ ავადსახსენებელ დღემდე ერთი თვით ადრე დიდი ხნის ნატვრა აისრულა – სატვირთო მანქანებით მაღალი ხარისხის მიწა მოატანინა, შემდეგ საგანგებოდ შეარჩია ნერგები და რამდენიმე მეგობრის დახმარებით კოლხური კოშკის ეზოში ვაზი ჩაყარა. ყოველ მტკაველ მიწას თავს დასტრიალებდა და ეფერებოდა…

ცოტნეს მეგობრები ჩვენი თურქეთის კლინიკაში ყოფნის პერიოდშიც უვლიდნენ ვაზს, მაგრამ ერთხელაც ჭიშკარი გატეხილი, ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ" - იხსენებს ანა ჯაბაური "კვირის პალიტრასთან". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system