თავში

ჩემი გვამი პროკურატურის წინ დადონ - არასრულწლოვნის მამამ ოჯახს სასწრაფოს გამოძახება აუკრძალა

ჩემი გვამი პროკურატურის წინ დადონ - არასრულწლოვნის მამამ ოჯახს სასწრაფოს გამოძახება აუკრძალა
ჩემი გვამი პროკურატურის წინ დადონ - არასრულწლოვნის მამამ ოჯახს სასწრაფოს გამოძახება აუკრძალა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ-ს მამა პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს. ბრალდებულის მამა დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პროკურატურის წინ თავის დაწვით იმუქრება. 

შიმშილობას აგრძელებს თავად ბრალდებულიც.

“ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვშიმშილობ. თუ ის დავუშვით, რომ არასრულწლოვნებს 16 საათი კითხავდნენ და ამაზე არავის რეაგირება არ ჰქონია, მაშინ სიცრუის დეტექტორის გამოყენება რატომ არ შეიძლება. 10 დღიან ვადას ვაძლევ სამართალდამცავებს, სახლში ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ სასწრაფო არ გამოიძახონ ცუდად რომ გავხდები,  ჩემი გვამი პირდაპირ პროკურატურის წინ დადონ, ჩემი შვილის გვამს კი ციხიდან გამოიტანენ,”- აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო და სახლში გააგრძელა. დღეიდან ის მშრალ შიმშილობას იწყებს. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა განხორციელდა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system