თავში

"ჩემი ინფორმაციით, მორიგი ავანტიურა იგეგმება" - ანდრია ჯაღმაიძე

"ჩემი ინფორმაციით, მორიგი ავანტიურა იგეგმება" - ანდრია ჯაღმაიძე
ჩემი ინფორმაციით, მორიგი ავანტიურა იგეგმება - ანდრია ჯაღმაიძე

"ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი წერს. 

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიის სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან.

"ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან.

შეხვედრაზე გ. ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება", - წერს "ფეისბუქზე" ანდრია ჯაღმაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system