თავში

ჩემი ჯვარი მძიმეა - ლევან რატიანი

ჩემი ჯვარი მძიმეა - ლევან რატიანი
ჩემი ჯვარი მძიმეა - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ პანდემიის ერთმა წელმა ნათლად დაგვანა, თუ რამდენად უმნიშვნელოა მატერიალური კეთილდღეობა, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. 

მან რადიო „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, დედაქალაქის მერის მიერ მისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაც გაიხსენა და თქვა რომ ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს.

“პანდემიის ერთმა წელმა დაგვანახა, რომ მატერიალურ კეთილდღეობა არაფერია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი… როცა გრძელვადიან გეგმებზე ფიქრობ, ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ვეცადოთ ვთესოთ სიკეთე და გვიყვარდეს ერთმანეთი.

ეს ტიტული [საპატიო თბილისელის წოდება] ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ გაათმაგებული პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. ჩემი ჯვარი მძიმეა და არ მინდა ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა, ეს ღვთით ბოძებული პროფესიაა და ღმერთის დახმარებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე”, – აღნიშნავს ექიმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system