თავში

"ჩემი ქალაქელი გორსალა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი დოლიძის შესახებ

"ჩემი ქალაქელი გორსალა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი დოლიძის შესახებ
ჩემი ქალაქელი გორსალა - ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი დოლიძის შესახებ

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კონორეჟისორ ქეთი დოლიძის სატელევიოზიო კომენტარს ეხმაურება, სადაც რეჟისორმა თქვა, რომ მთელი საქართველო თბილისში არ უნდა ცხოვრობდეს.

„ჩემი ქალაქელი გორსალა“ – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა facebook-ში. 

ცნობისთვის, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება მთელი საქართველო თბილისში იყოს. მისი თქმით, ადამიანები დედაქალაქიდან რეგიონებში უნდა დაბრუნდნენ და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაამუშაონ.

,,მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ ნახეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებინათ რეპორტაჟი და ნახავთ, თუ არ დაგემალებიან. რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან სოფელს, რატომ?!

როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და ნახევარი დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება", - განაცხადა ქეთი დოლიძემ ,,TV პირველის" ეთერში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system