თავში

ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი უსიცოცხლო ტივტივებდა წყალზე - თათია შარანგია

ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი უსიცოცხლო ტივტივებდა წყალზე - თათია შარანგია
ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი უსიცოცხლო ტივტივებდა წყალზე - თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანია თათია შარანგია თავისსავე საავტორო გადაცემა „სთორიში“ ზაფხულში მომხდარ ინციდენტს იხსენებ, როდესაც მეუღლის დაბადების დღეს ერთ-ერთი სასტუმროს აუზთან აღნიშნავდნენ და მისი მცირეწლოვანი შვილი აუზში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა.

„დგებოდა 18 აგვისტო, სანდროს (მეუღლის) დაბადების დღე. უცებ ანდრუშამ, თქვა, ეს არის ჩემი დაბადების დღე და მე უნდა ჩავაქრო სანთლებიო. არ მივაქციე ყურადღება, რადგან სამი წლის ბავშვი ამბობდა, რომ ეს მისი დაბადების დღე, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს მართლა არის მისი დაბადების დღე. მან ჩააქრო სანთელი და მას მივულოცეთ დაბადების დღე. ჩააქრო სანთელი და თქვა, რომ "მამამ მაჩუქა ეს დაბადების დღე". მართლა ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ბავშვია ეგოისტია და ყველამ ტაში დავუკარით, ადუშა გილოცავ დაბადების დღესო. დღეს თამამად ვამბობს, რომ ეს მისი დაბადების დღეა.

როცა გათენდა 18 აგვისტო, გადავწყვიტეთ, რომ ოჯახურად აღგვენიშნა, ძალიან ცხელოდა და წავედით აუზზე. სამივე ბავშვი წყალში თამაშობდა, მე და სანდრო მათ ვხედავდით. ანდრუშას ეკეთა ძალიან დიდი საცურაო ჟილეტი, რის გამოც მშვიდად ვიყავი. მართლა ვერ ვხვდები ის ერთი წუთი სად ვიყურებოდი, რადგან აღმოჩნდა, რომ არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი. ერთი წუთი სადღაც გავიხედე და არანორმალური ხმა მესმის, ჩემივე შვილის, სანის, რომ დე, ანდრუშა,...  და რომ გამოვიხედე ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო, ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ეს არის რაც მახსოვს. უსიცოცხლო ამოვიყვანე, ლურჯი იყო, პატარა დახვეწილი ნაკვთები, ცხვირი, პირი სულ ლურჯი ჰქონდა. სიცოცხლის არანაირი ნიშანწყლები არ ჰქონდა. ფეხები, ხელები, ყველაფერი ლურჯი ჰქონდა. ხალხს რომ ვთხოვდი, მიშველეთ, დამეხმარეთ-მეთქი, ახლოს მოდიოდნენ და ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ხელებს მაღლა წევდნენ – ვაიმე ღმერთო, ვაიმე ღმერთოო და უკან იხევდნენ. 

ხალხი რომ მოდიოდა, ყველას იმედი მქონდა, ყველას თვალებში ვკითხულობდი რომ მეტყოდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო. 

30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეზე. უძლური ვიყავი, არც სანდრო ჩანდა.

ერთადერთი რაც მახსოვს, არის ის, რომ მორბის ბიჭი თეთრი პერანგით (ჰოლიდეი ინნ-ის თანაშრომელი), მოვიდა და უბრალოდ დაკიდა ბავშვი. ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყლები გამოუჩნდა. ეს ადამიანი ლუკა მურვანიძეა, რომლის მადლობელიც ვიქნები დარჩენილი ცხოვრება. ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ლურჯ კიდურებს, სახეს დაუბრუნდა ფერი. ბავშმა ბევრი წყალი ყლაპა. პირველი რაც თქვა – დიდი ბოდიში, რომ პირსახოცზე ვაღებინეო. მაში მივხვდი, რომ უბრალოდ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს" - თქვა თათია შარანგიამ. 

მომხდართან დაკავშირებით გასულ ზაფხულს, თათია შარანგიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მან მადლობა გადაუხადა სასტუმროს თანამშრომელს, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და ასევე, მკურნალ ექიმებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system