თავში

ჩემი ხუთივე შვილი და შვილიშვილი დაინფიცირდა - მამა პეტრე

ჩემი ხუთივე შვილი და შვილიშვილი დაინფიცირდა - მამა პეტრე
ჩემი ხუთივე შვილი და შვილიშვილი დაინფიცირდა - მამა პეტრე

მამა პეტრე, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში მისი შვილისა და შვილიშვილის ინფიცირების შესახებ დაწერა, აცხადებს, რომ კორონავირუსი ამის შემდეგ მის ყველა შვილს დაუდასტურდა.

„ჩემი 19 წლის შვილი მარიამი და შვილიშვილი ორივე დაინფიცირდნენ კორონავირუსით. საავადმყოფოში არ იყო პირობები და გავხდი იძულებული, რომ სოცილურ ქსელში სტატუსი დამეწერა, რასაც მოჰყვა შემდეგ გამოხმაურება და რეაგირება“,- განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში მამა პეტრე კოლხმა.

მისი თქმით, მარიამის გარდა, ხუთ შვილსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„მარიამის გარდა კიდევ მყავს 5 შვილი და ხუთივე დაინფიცირებულია, ისინი სახლში გადიან მკურნალობის კურსს და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ჩემს ოჯახს მხარში დაუდგა“- განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system