თავში

"ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია..." - ნინო ლომჯარია

"ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია..." - ნინო ლომჯარია
ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია... - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ომბუდსმენი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პირბადის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ კოვიდ რეგულაციების დაცვას კვლავ გააგრძელებს.

"მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში ერთი გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:

1. თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;

2. არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);

3. ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;

4. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს:))

რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეიდან, საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system