თავში

ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება - სახელმწიფო ინსპექტორი

ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება - სახელმწიფო ინსპექტორი
ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება - სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში სახალხო დამცველთან დაკავშირებით წერს. 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სახალხო დამცველის ფუნქცია ქვეყანაში (სხვადასხვა სფეროში) ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასებაა, რომელიც ყოველთვის და ყველასთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ცხადია არ/ვერ იქნება. ცალკე საკითხია, რატომ უნდა ვიდგეთ სხვადასხვა მხარეს, როცა საქმე ბავშვების ინტერესებს და მათ დაცვას ეხება.

არ არის მარტივი, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და გააკეთო ისეთი შეფასება, რომელიც იცი რომ საზოგადოების უმრავლესობაში არ იქნება პოპულარული ან/და რომელიც შენი უწყების (და პირადად შენს) მიმართ აგრესიას გაზრდის.

ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც სწორ დროს სწორ ადგილზე ჩნდება, მის გასაკეთებელს აკეთებს, მის სათქმელს ამბობს და რეალობას უკეთესობისკენ ცვლის!", - წერს თოლორაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system