თავში

ჩემი შვილი აქ აღარ არის, სადღაც გააქრეს - გიული ალასანია

ჩემი შვილი აქ აღარ არის, სადღაც გააქრეს - გიული ალასანია
ჩემი შვილი აქ აღარ არის, სადღაც გააქრეს - გიული ალასანია

"იმიტომ ვერ შევდივარ, რომ აღარ არის იქ, სადღაც გაიყვანეს როგორც ჩანს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია რუსთავის ციხესთან განაცხადა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას ვერ ახერხებს. 

"თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს როგორც ჩანს. სადღაც გააქრეს... ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის" - ამბობს გიული ალასანია.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა.

ამასთან, გაუარესებული ანალიზების გამო კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system