თავში

"ჩემი შვილის მკვლელების დედებს ვურჩევ..." - ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

"ჩემი შვილის მკვლელების დედებს ვურჩევ..." - ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
ჩემი შვილის მკვლელების დედებს ვურჩევ... - ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის სიტყვებს აქვეყნებს, რომელიც მისი შვილის მკვლელების დედებს მიმართავს, შვილები საქართველოში ჩამოიყვანონ და მათთ პასუხი აგონ ჩადენილი დანაშაულისთვის. 

„უფალს ებარებოდეო დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო. ჩემი შვილის მკვლელების დედებს კი ვურჩევ, შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის, შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან, შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის. მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე, ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი!“ - აბობს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია წერს, რომ ნიკოს გეგმები აუცილებლად განხორციელდება.

"ასეთ სიტყვებს მხოლოდ ძლიერი, ამაღლებული და ქრისტეს მოყვარული დედა თუ იტყვის, დედა, რომელსაც მომავლის ბიჭი მოუკლეს მომავლის ბიჭი მოუკლეს საქართველოს დედაო ღვთისმშობელო იმიერში დაიცავ და დაიფარე ჩვენი ნიკო. აქ კი დედამიწაზე ნიკოს სახელით მისი საოცარი გეგმები უთუოდ განხორციელდება. შენდობას გთხოვთ შენ და შენს დედ-მამას, და-ძმებს, ახლობლებს, რომ ვერ დაგიფარეთ შეხვედრამდე ნიკო, “- წერს დარეჯან კვარაცხელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system