თავში

,,ჩემი სიმართლე დავამტკიცე" - ინგოროყვას კლინიკის ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს

,,ჩემი სიმართლე დავამტკიცე" - ინგოროყვას კლინიკის ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს
,,ჩემი სიმართლე დავამტკიცე - ინგოროყვას კლინიკის ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემდეგ, სამსახურიდან ექიმი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

,,მესმის რომ მაღალი საჯარო ინტერესი გამოიწვია მათეს მოტეხილობის თემამ, გულგრილი არც ექიმი დარჩა, არც კლინიკის უფროსი, არც მშობელი, არც ჩემი სამეგობრო სანაცნობო წრე მთელი საქართველოს მაშტაბით. მინდა მადლიერება გამოვხატო ყურადღებისთვის, გვერდში დგომისთვის და თბილი სიტყვებისთვის.

ეხლა კი მთავარი!
ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით, გაეთავისუფლებინა სამსახურიდან პედიატრი გულიკო ოდიშვილი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა და ჩამოაშორა მორიგეობებს და ბავშვებთან ურთიერთობას ტრავმატოლოგი დავით სუბელიანი!ასევე გამოუცხადა საყვედური!

მინდა მადლობა გადავუხადო პედიატრიული სამსახურის უფროსს ქეთი ბარაბაძეს და მენეჯერს ნინო ქოჩორაშვილს, რომლებმაც ადექვატურად აღიქვეს არსებული გადაცდომა და მიიღეს შესაბამისი ღონისძიებები!

მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე და ყველა ჩვენი შვილები დავიცავი აღნიშნული ცუდი სამედიცინო სერვისისგან!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

არ მისცეთ არავის უფლება რომ მოგექცეთ არაკეთილსინდისიერად და თუ ეს ასე მოხდა თქვენ მაინც მოექეცით სამართლებრივი კუთხით სწორად!

დიდი მადლობა ყველას", - წერს ეველინა ჩოხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system