
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში ჩეხეთში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ახალგაზრდები საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ჰიმნს ასრულებენ.
"ჩეხეთში ყოფნისას ჩემი ტკბილი მოგონება შაქარასთან ერთად, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება გამყვება, მიყვარხარ!" - წერს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.