თავში

"ჩემი თვალით დავინახე ვაქცინირებულ პაციენტებში" - რას ამბობს ლევან რატიანი

"ჩემი თვალით დავინახე ვაქცინირებულ პაციენტებში" - რას ამბობს ლევან რატიანი
ჩემი თვალით დავინახე ვაქცინირებულ პაციენტებში - რას ამბობს ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ვაქცინირებულ პაციენტებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია, ვიდრე არავაქცინირებულებში.

"მინდა ჩემი კლინიკის მაგალითზე გითხრათ, რომ უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ისე არავაქცინირებული. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი თვალით დავინახე, რომ ვაქცინირებულ პაციენტებში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია. 

ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა. შესაძლებელია პაციენტი იყოს ინფიცირებული, მაგრამ მას მხოლოდ და მხოლოდ მცირე სიმპტომატიკით გამოუვლინდეს COVID-19-ის დაავადება. 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია. მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი", - განაცხადა ლევან რატიანმა "ფეისბუქლაივში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system