თავში

,,ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ" - რას ყვება ნინო ჟიჟილაშვილი

,,ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ" - რას ყვება ნინო ჟიჟილაშვილი
,,ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ - რას ყვება ნინო ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია ,,ფორმულას" წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ყვება, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, უცნობი პირი მას სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა. 

როგორც ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის.

,,ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system