თავში

ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ვაპირებ მე - კახა კალაძე მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ვაპირებ მე - კახ
ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ვაპირებ მე - კახა კალაძე მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს და აცხადებს, რომ მისი ინტერესი არ არის, თუ რას გეგმავენ მისი მოწინააღმდეგეები.

კალაძემ თქვა, რომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ხედვის მიხედვით მომავალი თბილისი.

"გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საინტერესო არ არის, რას გეგმავს ოპონენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაპირებ მე, როგორ ვხედავ ქალაქს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელი უბნები, რომელი ქუჩები, რომელი პარკები უნდა რეაბილიტირდეს. ეს აინტერესებს საზოგადოებას, ამაზე ვესაუბრებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ახლაც ვაპირებ, გავაგრძელო ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რა გვინდა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system