თავში

"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს შეფასება" - ნანა გეგეჭკორი

"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს შეფასება" - ნანა გეგეჭკორი
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს შეფასება - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ექიმი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს აზიარებს და მას მადლობას უხდის.

"Mikheil Saakashvili Nick Kipshidze მადლობა სასიამოვნო შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს შეფასება. ვეცდები ყოველთვის ვიყო იქ სადაც ადამიანებს სტკივათ. 

მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან საშუალებას მაძლევს ადამიანებს ტკივილი შევუმსუბუქო, სიცოცხლე შევუნარჩუნო, ცხივრება გავუადვილო. ვეცდები არასდროს ვუღალატო ფიცს რომელმაც კარდიოლოგიაში მომიყვანა. 

მამას შევპირდი საფლავთან, ბოლოს რომ მოვეფერე, რომ გავხდებოდი კარდიოლოგი და სხვების გულებს ვიხსნიდი გაჩერებისგან. მისი გული რომ გაჩერდა მე მხოლოდ 14 წლის ვიყავი. 

ვეცდები არასდროს გავუცრუო მოლოდინები მათ ვისაც ვეიმედები", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ნანა გეგეჭკორის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"ეს არის უმაღლესი კლასის, ქართველი ინტელექტუალი ქალბატონი - ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა და დანახვა იმისა, თუ რა ნიჭიერი ქართველები არსებობენ მსოფლიოში", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system