თავში

ჭიაბერაშვილი: გარდაცვალების ასეთი მატება სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ჰქონიათ

ჭიაბერაშვილი: გარდაცვალების ასეთი მატება სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ჰქონიათ
ჭიაბერაშვილი: გარდაცვალების ასეთი მატება სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ჰქონიათ

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სჯობდა ეპიდემიის მართვა ზაფხულში გვესწავლა. 

მისი თქმით, გაზაფხულის გაუმართლებელი "ლოქდაუნით" თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, თუმცა ახლა ორმაგი მსხვერპლი მივიღეთ.

"გარდაცვალების ისეთი მკვეთრი მატება, როგორიც ახლა გვაქვს, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ჰქონიათ პანდემიის საწყის ეტაპზეც კი, როდესაც მსოფლიომ ნაკლები იცოდა ვირუსის შესახებ. აქედან 2 დასკვნა:

- უნდა მოახერხო, რომ პანდემიის გამოცხადებიდან 9 თვის თავზე ასე მოუმზადებელი დახვდე ამ გამოწვევას

- სჯობდა, ეპიდემიის მართვა გვესწავლა ზაფხულში (როგორც ჩვენმა მეზობლებმა გააკეთეს). გაზაფხულის გაუმართლებელი "ლოქდაუნით" თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, მაგრამ ახლა ორმაგ მსხვერპლს ვიღებთ", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system