თავში

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ

ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიასთან, გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

მაღაროში დასაქმებულები ხელფასის 50%-ით ზრდას მოითხოვენ.

აქციის მონაწილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე პროდუქტზე ფასები იზრდება. 

"პური ვერ მიმაქვს სახლში, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 100 ლარი გახდა, ხუთსულიანი ოჯახი მყავს, თვიდან თვემდე 100-200 ლარი მაღაზიებში მრჩება ვალად, მეორე ხელფას ვმართავთ ხოლმე. ცოტა უნდა მოგვიმატოს კომპანიამ ხელფასი, არ ვთხოვთ ისეთ რაღაცას რომ უსაშველო იყოს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა გველესიანმა.

მიმდინარე აქციას "ჯორჯიან მანგანეზი" გამოეხმაურა. მათი თქმით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსენსუსის მიღწევაზე. თუმცა პროფკავშირების მხრიდან იყო არაკონსტრუქციული და არაადეკვატურად მაღალი მოთხოვნები. ჩვენი შეთავაზებაა თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატება, რისი ფინანსური რესურსის მობილიზებას კომპანია და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები მოახდენენ.

ცნობისთვის, მაღაროსი დასაქმებული პირის საშუალო ანაზღაურება 1100 ლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system