თავში

ჭიათურის საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურებას 53 000 მომხმარებელი მიიღებს

ჭიათურის საზოგადოებრივ ცენტრში
ჭიათურის საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურებას 53 000 მომხმარებელი მიიღებს

ჭიათურაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. აქ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ბიბლიოთეკაც არის განთავსებული, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

რიგით 79-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ჭიათურაში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.

ჭიათურის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეჩვიდმეტე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერესა და ხარაგაულში.

საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ჭიათურისა და მუნიციპალიტეტის სოფლების – კაცხის, მანდაეთის, ნიგოზეთის, პერევის, რგანის, გეზრულის, ვაჭევის, ზოდის, სარქველთუბნის, სვერის, ქვაციხის, წირქვალის, ხვაშითის და სხვათა – 53 000 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system