თავში

ჩინელი მუშების შემოყვანის გამო ავტომაგისტრალის მშენებლებმა მუშაობა შეწყვიტეს

ჩინელი მუშების შემოყვანის გამო ავტომაგისტრალის მშენებლებმა მუშაობა შეწ
ჩინელი მუშების შემოყვანის გამო ავტომაგისტრალის მშენებლებმა მუშაობა შეწყვიტეს

საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამის მიზეზი სოფელ საქასრიას მიმდებარე სამუშაოებზე ჩინელი მოქალაქეების შეყვანა გახდა. 

დასაქმებულების განცხადებით, ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ მიიყვანეს და ადგილზე კარანტინი გამოაცხადეს. თუმცა, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. დასაქმებულები ჩინეთის მოქალაქეების გაყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. 

კომპანიის ცნობით, ჩამოსულები სამედიცინო შემოწმებას დღეში რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. როგორც ცნობილია, დღის ბოლომდე მათ სხვა ადგილზე გადაიყვანენ. 

მაგისტრალზე სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანია აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system