თავში

ჩინეთიდან ევაკუირებული 4 მოქალაქე კარანტინს თურქეთში გაივლის

ჩინეთიდან ევაკუირებული 4 მოქალაქე კარანტინს თურქეთში გაივლის
ჩინეთიდან ევაკუირებული 4 მოქალაქე კარანტინს თურქეთში გაივლის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან. მინისტრის თქმით თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ჩინეთში მყოფ ქართველების ევაკუაციას მოახდენს უკვე გაფრინდა. საუბარია ვუჰანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან გახლავთ ის, რომ თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს ევაკუაციის შესახებ თანხმობა, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადების კუთხითაა დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთის დატოვებაზე თანხმობა ოთხმა მოქალაქემ განაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system