
ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ახალი წელს უკავშირდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ Report.ge-ს განუცხადა, რომ დღეს ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა.