თავში

ჩინეთთან მოლაპარაკებები გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

ჩინეთთან მოლაპარაკებები გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე
ჩინეთთან მოლაპარაკებები გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამასთან, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჩინურ ვაქცინაზე მოქალაქეების მხრიდან დიდი იყოს მოთხოვნა, რადგან ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. 

„საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს.

ასევე, მოლაპარაკებები დაწყებულია „მოდერნასთან“ და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს.

ასევე, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, დამატებით „ფაიზერის“ შემოტანის საშუალება გამოიკვეთოს. ასევე, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც როგორც იცით, არის ერთდოზიანი და შესაძლოა, ესეც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system