თავში

ჩინურ ვაქცინას ნაკლები სიმძიმის გვერდითი ეფექტები აქვს - ივანე ჩხაიძე

ჩინურ ვაქცინას ნაკლები სიმძიმის გვერდითი ეფექტები აქვს - ივანე ჩხაიძე

საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები აქვს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინას ბევრი ადამიანი ელოდება.

„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია აქტიურად დაიწყოს, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system