თავში

ჩინური ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს - ტიკარაძე

ჩინური ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს - ტიკარაძე
ჩინური ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს - ტიკარაძე

საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.

"როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც AstraZeneca-ს და ასევე, Pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე "კოვაქს" პლატფორმასთან. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე "კოვაქს" პლატფორმიდან ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system