თავში

ჩხუბი და სროლა წყალტუბოს ქუჩაზე

ჩხუბი და სროლა წყალტუბოს ქუჩაზე
ჩხუბი და სროლა წყალტუბოს ქუჩაზე

თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველის თქმით, 15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც ერთი გასროლაც მოჰყვა.

გასროლიდან მალევე, ადგილზე ათამდე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული, თუმცა მათ ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე აღარ დახვდნენ.

წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. დაშავდა თუ არა ჩხუბის დროს რომელიმე ახალგაზრდა, უცნობია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

report.ge მომხდარის დეტალებს შსს-სთან არკვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system