თავში

ჭკუა როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ამხელა ხალხმა?- "გირჩი-მეტი თავისუფლება"

ჭკუა როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ამხელა ხალხმა?- "გირჩი-მეტი თავისუფლება"
ჭკუა როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ამხელა ხალხმა?- გირჩი-მეტი თავისუფლება

პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლება" ნამახვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც პარტიაში აცხადებენ მიწები, რომელიც სახელმწიფოს აქვს საკუთრებაში რეალურად არავის ეკუთვნის და ავი ძაღლის კაპიტალია.

"სახელმწიფოს აქვს მიწები საკუთრებაში.

ამაზე პოეტურად იტყვიან, რომ ეს ჩვენ, ყველას გვეკუთვნის. სინამდვილე კი ის არის, რომ ეს არავის ეკუთვნის, უპატრონოა, ავი ძაღლის კაპიტალია. სახელმწიფო დებს ხელშეკრულებას უცხოელ ინვესტორებთან. ადამიანებს ეს არ მოსწონთ და აპროტესტებენ, ოღონდ ამ მიწის ისევ სახელმწიფოს ხელში დატოვება უნდათ. ხედავენ როგორ ცუდად იქცევა მთავრობა: პირდაპირ აკეთებს იმას, რაც არ შედის მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ თავგამოდებით ითხოვენ მიწის განკარგვის უფლების ისევ სახელმწიფოსთვის დატოვებას. მთავრობას ჰქონდეს, მაგრამ კარგად განკარგოსო. გინახავთ ასეთი რამ? რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ და ვინმე იქცეოდა კარგად? ჭკუა როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ამხელა ხალხმა?",- წერს "გირჩი- მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system