თავში

ჩოხატაურში სოფელ სურებში გზა გადაკეტეს - მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ჩოხატაურში სოფელ სურებში გზა გადაკეტეს - მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
ჩოხატაურში სოფელ სურებში გზა გადაკეტეს - მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. 

მოსახლეობა მეზობელ სოფელ ბუკისციხეში ჩავიდა და გზა გადაკეტა, რათა "სუფსა ენერჯის" წარმომადგენლებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცემოდათ, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ გამოჩენილან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების მუშაობა და მდინარის მილში მოქცევა სოფლის ეკოსისტემას გაანადგურებს და მათ სოფლის დატოვება მოუწევთ. მათივე თქმით, სოფელს ისედაც აქვს სასმელი წყლის პრობლემა. 

მოსახლეობის პროტესტს დღეს შეუერთდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრებიც. ლაშა ჩხარტიშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და მათთან ერთად ბრძოლის პირობა მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system