თავში

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია, მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია, მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს
ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია, მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს

მარტვილის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს ამ დრომდე პოლიციის კორდონი იცავს. ის რეზიდენციის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობს, თუმცა მრევლი მას გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

ადგილზე ხმაურია, მრევლის მხრიდან ისმის შეძახილები - "წადი", "ახალი რუის-ურბნისი საქართველოში". 

მათი მოთხოვნით, უნდა ჩატარდეს ახალი საეკლესიო კრება საქართველოში. ამასთან, მრევლს აინტერესებთ საპატრიარქოს პოზიცია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system