თავში

ჭყონდიდის ეპარქიაში კორონავირუსი სამ საულიერო პირს დაუდასტურდა

ჭყონდიდის ეპარქიაში კორონავირუსი სამ საულიერო პირს დაუდასტურდა
ჭყონდიდის ეპარქიაში კორონავირუსი სამ საულიერო პირს დაუდასტურდა

ჭყონდიდის ეპარქიაში კორონავირუსი სამ სასულიერო პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ დედაოს, რომელიც მეუფე გრიგოლის რეზიდენციაში მსახურობს. ასევე ბერს მარტვილის მამათა მონასტერში. მესამე ინფიცირებული კი სტიქაროსანია.

თავად მეუფე გრიგოლის თქმით, მას ინფიცირებულებთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ მისი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ არსებობს. 

„არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან დაინფიცირებულებთან კავშირი არ მქონია. ეპარქიაში ყოველ კვირას ტარდება ტესტირება. ასე რომ, ჩვენთან ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად არის“,- აღნიშნა მეუფემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system