თავში

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა
ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკვანს პეტრე ღურუშაურსა და კონსტანტინე გაბისონიას მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. ამის შესახებ დღეს წირვის დროს ქადაგებისას ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დიაკვნების მიერ გამოთქმული პროტესტი გახდა, რის შემდეგაც ისინი წირვა-ლოცვაში მონაწილეობას არ იღებდნენ. 

"არაერთხელ გავაფრთხილე, სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს", - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ..

მან აქვე განმარტა, რომ დიაკვნებს წირვაზე დასწრება ან ზიარება არ ეკრძალებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system