თავში

"ჩვენ მივდივართ დღეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ" - გოლეთიანი

"ჩვენ მივდივართ დღეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ" - გოლეთიანი
ჩვენ მივდივართ დღეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ - გოლეთიანი

"ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას", - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, "რიონის ხეობის მცველმა", ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. 

"ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა", - განაცხადა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქში აქციები 23 მაისს დაიწყეს. მათ რესპუბლიკის მოედანზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. 

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია დღეს დასრულდა, აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან. 

"რიონის ხეობის მცველების" მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system