თავში

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას - თამარ გაბუნია

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60% -ის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

,,60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო თამამად გავაგრძელოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ, ნორმალურ საქმიანობას, რაც იყო კოვიდამდე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მობილობის მონიტორინგიც. ვინაიდან, ვაქცინის მოქმედებასაც  დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. 

ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system