თავში

"ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან

"ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან
ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან

„დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო“, – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალი“ (JDD).

პრეზიდენტი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს.

კითხვაზე, რას წარმოადგენს მისთვის საფრანგეთი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„მე სრულიად ქართველი ვარ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სამშობლო საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა. მე აქ მივიღე განათლება და ძალიან მიჯაჭული ვარ საფრანგეთზე. ფრანგული კულტურის მიმართ ძლიერი ქართული მიჯაჭულობა არსებობს, ალექსანდრე დიუმა საქართველოში გმირია. ეს ევროპული ღირებულებებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისადმი მიჯაჭულობაა“, - აცხადებს ის.

პრეზიდენტს საფრანგეთის დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაზეც ჰკითხეს, რის პასუხადაც, მან განაცხადა, რომ მისთვის ეს გასაკვირი არაა.

„საქართველოშიც, ჩვენ ძალიან ძლიერ პოლარიზაციაში ვცხოვრობთ. ეს მსოფლიო ფენომენი სხვა ფორმის პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც დამატებითი მობილიზებაა საჭირო. ეს ითარგმნება იდენტობის თემების წამოჭრითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. საქართველოში ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მრავალი გაურკვევლობით, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ასეთი ტენდენციაა: ჩემი იდენტობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი მაქვს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია. საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული. ნატოში გაწევრიანება კი ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოლოდინი აქვს რუსეთის მოსალოდნელ რეაქციაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით.

„საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი. ჩვენი ურთიერთობებს რუსეთთან სრულიად გაყინულია. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არაა საჭირო პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“.

სალომე ზურაბიშვილს აღვაღაეთში ამერიკის წარუმატებლობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა.

„ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system