თავში

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები - გვარამია

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები - გვარამია
ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გუშინ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან კომუნიკაციის მიუხედავად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღეს, ტელეკომპანიაში კი რესტავრირების სპეციალისტები არ არიან. 

"გუშინ ჩვენი არხით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოც, რომ გელათში ფრესკები დაწებებულია წებოვანი ლენტით. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის სახით, თუმცა გელათში შექმნილი ზოგადი მდგომარეობის ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძინა მკაფიოდ ნეგატიური კონოტაცია. 

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები და არ გაგვაჩნია მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა. მივმართეთ ამ საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს და ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი ვერც ამ კონკრეტულ საკითხზე და ვერც გელათში შექმნილ ვითარებაზე ზოგადად. 

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ლენტები გამოიყენება სარესტავრაციო საქმეში და შესაძლოა გელათშიც ეს იყოს მათი დანიშნულება. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ასეა და მივიღებთ ამის თაობაზე შესაბამის დადასტურებას კომპეტენტური ორგანოსგან და ასევე განმარტებებს ექსპერტებისგან", - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის კომპლექსში უნიკალური ფრესკები ისევ ნადგურდება. ადგილიდან ასევე გავრცელდა ფოტო მასალა სადაც ჩანს, რომ ფრესკები სპეციალური ლენტებითაა დამაგრებული, რომელიც არხმა წებოვან ლენტებად მოიხსენია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system