თავში

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი" - თეა წულუკიანი

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი" - თეა წულუკიანი
ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი - თეა წულუკიანი

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.

"ის მაღალი მიღწევები რაც არაერთ სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი - ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასე არის აქაც. შესაბამისად, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system