თავში

ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ "მოდერნასთან" და "ჯონსონ & ჯონსონთანაც" -ტიკარაძე

ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ "მოდერნასთან" და "ჯონსონ & ჯონსონთანაც" -ტიკარაძე
ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მოდერნასთან და ჯონსონ & ჯონსონთანაც -ტიკარაძე

ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე, "მოდერნასთან" და "ჯონსონ &ჯონსონთან" -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ვაქცინებთან დაკავშირებით აქვს პირობა, რომ ის აღიარებული უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლისგან და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან. 

,,ჩვენ გვაქვს პირობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩინური ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა მიიღებს მკაცრი მარეგულირებლისგან და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან აღიარებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვაქცინას აქვს გარანტი, რომ არის უსაფრთხო და ეფექტური. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არანაირ რისკს არ შეიცავს მწარმოებელი ქვეყანა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობს საკმარისი დადასტურებული კლინიკური კვლევები იმის თაობაზე, რომ მისი გამოყენება არ იწვევს ადამიანის ლეტალობას ან სხვა რამე სარისკო გართულებებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system