თავში

ჩვენ ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ, მათ არ აქვთ საკმარისი ვაქცინა - ცერცვაძე

ჩვენ ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ, მათ არ აქვთ საკმარისი ვაქცინა - ცერცვაძე
ჩვენ ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ, მათ არ აქვთ საკმარისი ვაქცინა - ცერცვაძე

ვაქცინის მოწოდების გადადების მიზეზი იყო არა ის, რომ ჩვენმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა რაიმე კრიტერიუმი, პირიქით, მათ არ აქვთ საკმაო რაოდენობის ვაქცინა, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ცერცვაძის თქმით, "კოვაქსი" აღიარებს, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არ აქვს, მაგრამ მისი შეფასებით, ეს კატასტროფა არ არის, რადგან ასეთი დიდი მოლაპარაკებების დროს, 2-3 კვირიანი ცდომილება ყოველთვის მოსალოდნელია. 

"ვაქცინის შემოტანაზე პასუხისმგებელია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, ქვეყნის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტო. მე ვერ გეტყვით ვაქცინის მისაღებად რა დამატებითი კრიტერიუმები არ იყო დაკმაყოფილებული, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან დიდი ხანია კომუნიკაცია მიმდინარეობს და ყველაფერი დაკმაყოფილებული იყო, ხელშეკრულებაც გაფორმებული იყო. ვაქცინის მოწოდების გადადების მიზეზი იყო არა ის, რომ ჩვენმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა რაიმე კრიტერიუმი, პირიქით, მათ არ აქვთ საკმაო რაოდენობის ვაქცინა. "კოვაქსს" ვერ აწვდის მომწოდებელი იმ რაოდენობის ვაქცინას, რომ ყველა ქვეყანას იმ რაოდენობის ვაქცინა მიაწოდოს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი პრობლემა ეს არის და ამას აღიარებენ კიდევაც, რომ მწარმოებელმა ვერ მიაწოდა ვაქცინის ის რაოდენობა რომლის მოლოდინიც იყო თავიდან. მაგრამ, ეს არ არის კატასტროფა, საერთოდ ასეთ დიდ მოლაპარაკებაში, 2-3 კვირიანი ცდომილება ყოველთვის არის და ეს მოსალოდნელიც იყო სხვადასხვა მიზეზების გამო", - განაცხადა Report.ge-სთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფაიზერის" განმარტებით, თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც მათ მიერ ერთიან განცხადებაში მოცემული კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system