თავში

ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა... ჩამოწია შუშა, შემოგვხედა, ერთი შეცდომა მოუვიდა - სანაია - VIDEO

ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა... ჩამოწია შუშა, შემოგვხედა, ერთი შეცდომა მოუვიდა - სანაია - VIDEO
ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა... ჩამოწია შუშა, შემოგვხედა, ერთი შეცდომა მოუვიდა - სანაია - VIDEO

"ფორმულას" წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. 

ერთი დეტალი არასრულწლოვანთან მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ეხება, მეორე კი გზაზე მდებარე კამერას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება უნდა გადაეღო.

ვახო სანაია იხსენებს, რომ სოფელში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ჩაწერა არასრულწლოვანი, რომელიც ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების შემდეგ სოფელში დაინახა, თუმცა შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობისას მან ჩვენება შეცვალა, ხოლო ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ ტელეკომპანიაში აღელვებულმა დარეკა და მისი ინტერვიუს ინტერნეტსივრციდან ამოღება მოითხოვა. 

"ჩაწერილი მასალა მივიტანე მისი ოჯახის წევრთან და მოვიპოვე თანხმობა, რომ ეთერში გასულიყო. ეთერში გაშვებამდე დაახლოებით 3-ჯერ ვესაუბრეთ ამ არასრულწლოვანის ოჯახს და სამივეჯერ მივიღეთ თანხმობა, მაგრამ, როგორც კი გავიდა მასალა ეთერში, ამ გოგონამ აღელვებულმა დაგვირეკა და მასალის წაშლა გვთხოვა, მიზეზი არ უთქვამს, მივხვდი, რომ მარტო არ იყო, როდესაც გვესაუბრებოდა", - თქვა სანაიამ.

სანაიას თქმით, ამის შემდეგ გოგონასთან კავშირი შეწყდა, რის გამოც, სარედაქციო ჯგუფი, არასრულწლოვანთან სოფელში ჩავიდა. 

სოფელ გოლთეთამდე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ისინი ერთ-ერთი სოფლის, წინწყაროს გამგეობის შენობის წინ გაჩერდნენ, სადაც კამერა იყო ჩართული. როგორც სანაია ამბობს, კამერის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულთანაც გადაამოწმა, რომელმაც უთხრა, რომ დღის განმავლობაში კამერა მუშაობდა. შემდეგ კი უარყო. 

სანაია ამბობს, რომ ამ კამერის გადასაღებად შემდეგ სპეციალურად ჩავიდნენ. კამერა მუშაობდა და მათი იქ ყოფნისა და ვიდეოგადაღების მომენტში მათ თვალწინ გაითიშა. 

"ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა, დამადასტურებლად ტელეფონით ვიღებდით, გამოიარა ძალიან მაღალი სიჩქარით მანქანამ, რომელმაც ფანჯარა ჩამოწია, შემოგვხედა, წავიდა ერთი შეცდომა მოუვიდა, თავისი პოლიციის ქურთუკი გადაკიდებული ჰქონდა მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც ჩვენმა ოპერატორმა დააფიქსირა", - თქვა სანაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system